სრულად სინთეტიკური API SP Resource Conserving ძრავის ზეთი !
Eurol Evolence 0W-16 არის სრულად სინთეტიკური ძრავის ზეთი. განკუთვნილია ამერიკული და აზიური, მსუბუქი ავტომობილის ბენზინის ძრავით აღჭურვილი ავტომობილებისთვის. Eurol Evolence 0W-16 ძრავის ზეთის გამოყენება შესაძლებელია კატალიზატორით, ტურბო ძრავის და GDI სისტემებით აღჭურვილ ავტომობილებშიც, სადაც დადგენილია შემდეგი სტანდარტები: API SP(-RC) ან ILSAC GF-6a. Eurol Evolence 0W-16 თავსებადია ბენზინის საწვავთან, რომელიც შეიცავს 85%-მდე ეთანოლს (E85), ასევე LPG და CNG-თან. Eurol Evolence 0W-16 უზრუნველყოფს ოპტიმალურ შეზეთვას და გაწმენდას, განსაკუთრებით აზიური და ამერიკული ბენზინის ძრავებისთვის სხვადასხვა ავტომობილების მწარმოებლებისგან, როგორიცაა Ford, Chrysler, Toyota, Lexus, Kia, Subaru, Mitsubishi და Honda. Eurol Evolence 0W-16 ზეთი უზრუნველყოფს ასევე ეფექტურ ძრავის დაცვას ჰიბრიდულ ავტომობილებშიც, რომელთაც ასევე გააჩნიათ start-stop სისტემა. Eurol Evolence 0W-16 შექმნილია საწვავის ეკონომიის, ძრავის მაქსიმალური დაცვისათვის, რომელიც ასევე უზრუნველყოფს გამონაბოლქვის კონტროლს. Eurol Evolence 0W-16 ამცირებს LSPI-ის (დაბალი სიჩქარის წინასწარ აალება) რისკს თანამედროვე GDI/და TGDI-ის სისტემით აღჭურვილ ძრავებში.